დღეს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია მეორე მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა “დინამო არენაზე” ბულგარეთს უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა.
მატჩის შესახებ ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო და სწორედ მისი გოლით 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა:
“პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ევრობასკეტზე მეოთხედფინალში გასვლას, ძალიან გაგვიხარდა, უდიდესი ისტორია დაწერეს და კიდევ შეუძლიათ წინ წასვლა.
რაც შეეხება მატჩს, დადებითად შევაფასებ, საწყისი 5 წუთის გარდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მომენტი შექმნეს, რაც გოლად რომ ქცეულიყო, შესაძლოა, სხვა თამაში წასულიყო. დანარჩენი, ჩემი აზრით, ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ, მწვრთნელის დავალება იდეალურად შევასრულეთ, მაგრამ იყო ეპიზოდები, რაზეც უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ, იყო მომენტები, სადაც გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო. რაც შეეხება ახალ ტაქტიკას, ვფიქრობ კარგია, დღესდღეობით კარგი გუნდი გვყავს და არის შესაძლებლობა 4 მცველით ვითამაშოთ და ჩემი აზრით, მოწინააღმდეგე გუნდისთვის ოთხი მცველით უფრო საშიში ვიქნებით, ვიდრე ხუთით. რაც შეეხება დღეს კაპიტნის რანგში მოედანზე გასვლას, რა თქმა უნდა ეს დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ასეთი დიდი კაპიტანი გყავს გუნდში, დღეს მომიწია მე ვყოფილიყავი კაპიტანი, ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს მოედანზე გუნდი მე გავიყვან ედა ყველაფერმა კარგად ჩაიარა.”
საქართველოს ნაკრები მორიგი მატჩი 11 ოქტომბერს, სტუმრად ესპანეთთან ელის.









