"მადლობას ვეტყვი იტალიას, გულთბილად მიმიღო, კარგი 3 წელი გავატარე იქ. ქართულ ფეხბურთს რაც შეეხება, ვფიქრობ, კარგად მიდის. ვუყურებ ბავშვებს და ყველას სურს ფეხბურთელი გამოვიდეს, ფეხბურთი ითამაშოს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან წაგვადგება. ამდენ ბავშვში ბევრი ტალანტი გამოჩნდება. ნაკრებს რომ გადავხედოთ, ჩვენი ფეხბურთელები ტოპ ლიგებში თამაშობენ და თავის გუნდებში ლიდერები არიან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან გვეხმარება. შეიძლება საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის არგენტინა არაა, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია," - ამის შესახებ, დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ სომხეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ერთა ლიგის პლეიოფის (B დივიზიონში დასარჩენად) საპასუხო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის 23 მარტს, დინამო არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.
ხვიჩა კვარაცხელია: მადლობა იტალიას, იქ კარგი პერიოდი გავატარე











