გავლენიანი სპორტული ანალიტიკური კომპანიის, Opta-ს ინფორმაციით, 1994/95 წლების სეზონის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც იუვენტუსის წინააღმდეგ სერია ა-ს საწყის ორ საშინაო მატჩში მოახერხა გოლის გატანა. შეგახსენებთ, რომ კვარამ "ბიანკონერის" კარი გასულ სეზონშიც აიღო.
27 ტურის შემდეგ, ნაპოლის 43 ქულა აქვს, მე-7 ადგილზე იმყოფება და ოთხეულს 8 ქულით ჩამორჩება. ნეაპოლური გუნდი მომდევნო ტურში ტორინოს უმასპინძლებს.











