იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურში, მოქმედი ჩემპიონი, ნაპოლი ჰელას ვერონას უმასპინძლებს.
აღნიშნულ მატჩში მოედანზე დაბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გასული ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს წინა ტურში ნაპოლი ლაციოს ესტუმრა. მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონზე, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 5 გოლი და 3 ასისტია. ნაპოლი კი 32 ქულით მე-9 ადგილზეა.
Serie A
ხვიჩა კვარაცხელია ვერონასთან მატჩისთვის ემზადება









