ორივე გუნდის მხრიდან გამორჩეული ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც არაერთხელ შეუტია მეტოქის კარს, ვიქტორ ოსიმენს კი საგოლე გადაცემა გაუკეთა.
შედეგად, კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, თუმცა მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამ დროისთვის ნაპოლიმ 49 ქულა დააგროვა და სატუნირო ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს.









