მატჩის შემდეგ კომენტარი ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ტომაშ ტუხელმა გააკეთა.
"ვფიქრობ, დაუმსახურებლად დავმარცხდით. ბევრი მომენტი გვქონდა, სხვაობა შევამცირეთ, მაგრამ საკმარისი რაოდენობის გოლები არ გავიდა.
ცუდია, რომ იღბალი ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. კიდევ 5 შეხვედრა ასე რომ ვითამაშოთ, ყველას მოვიგებთ, დღეს კი ფორტუნა ჩვენ მხარეს არ იყო", - განაცხადა ტუხელმა.









