ბრაზილიელი მარცხენა მცველის ვარდნის შედეგად, "ბიანკონერის" თავდამსხმელმა დაიზიანა კოჭი, ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ცნობისთვის, "ბებერი ქალბატონის" 7-იანმა იგივე დაზიანება მილანის ინტერთან მატჩშიც მიიღო. მისი გუნდი უახლოეს თამაშს 3 მარტს გამართავს, ნაპოლის წინააღმდეგ.
26 წლის თავდამსხმელი იუვენტუსში მეოთხე სეზონს ატარებს, ამ დროის განმავლობაში მან 116 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 28 გოლი გაიტანა. კიეზამ უკვე მოასწრო იტალიის თასისა და იტალიის სუპერთასის მოგება. 2020/21 წლების სეზონის ბოლოს კი სერია ა-ს სეზონის სიმბოლურ 11-ეულში შეიყვანეს. აქვე დავამატებთ, ტურინელებს იტალიელი ფორვარდის ტრანსფერი 43.6 მილიონი დაუჯდათ.











