მადრიდის რეალის ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ თავისი ბავშვობის კუმირის, კრიშტიანო რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა.
მიმდინარე სეზონი მბაპემ ბრწყინვალედ დაიწყო და 7 გოლით ლა ლიგის ერთპიროვნული ბომბარდირია.
ზოგადად კი, მას ლა ლიგაში ჩატარებულ 40 შეხვედრაში უკვე 38 გოლი დაუგროვდა. რეალში ეს რეკორდი სწორედ რონალდუს ეკუთვნოდა, რომელმაც პირველ 40 მატჩში 37 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ყველა ტურნირზე მბაპე უვკე ზედიზედ 6 მატჩია მოედანს საგოლე მოქმედების გარეშე არ ტოვებს. მის ანგარიშზე ბოლო 6 შეხვედრაში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.









