როგორც ფრანგული გამოცემა Agence France-Presse იტყობინება, კილიან მბაპე პსჟ-ს სადისციპლინო კომიტეტში უჩივლებს. თვეების განმავლობაში მბაპე და მისი ყოფილი კლუბი €55 მილიონის ოდენობის პრემიებისა და ხელფასის გადაუხდელობის გამო, კონფლიქტში იყვნენ. პარიზული კლუბი თვლის, რომ მადრიდის რეალის ფეხბურთელი თანახმა იყო ეს თანხა არ მიეღო, თუ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა, თუმცა, მბაპე და მისი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მათი ჯენტლმენური შეთანხმება დაირღვა და სრული უფლება აქვთ მოითხოვონ €55 მილიონი.
კილიან მაბპეს მხარი დაუჭირა საფრანგეთის იურიდიულმა კომიტეტმა, რასაც შემდგომში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც მოჰყვა. ამ ყველაფრის მიუხედავად, პსჟ ამ დრომდე თანხის გადახდაზე უარს აცხადებს.
კილიან მაბპეს მხარი დაუჭირა საფრანგეთის იურიდიულმა კომიტეტმა, რასაც შემდგომში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც მოჰყვა. ამ ყველაფრის მიუხედავად, პსჟ ამ დრომდე თანხის გადახდაზე უარს აცხადებს.
სადისციპლინო კომიტეტის მოსმენა 11 დეკემბერს არის ჩანიშნული.









