ლა ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, კილიან მბაპემ დაზიანება მიიღო. ალავესთან მატჩში 25 წლის შემტევმა, მარცხენა ფეხის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო და წინასწარი ინფორმაციით, ფრანგი 3 კვირას გამოტოვებს. როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, მბაპეს ოპერაციული ჩარევა არ დასჭირდება და მისი რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო.
კილიან მბაპე ტრავმის გამო ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე ვერ ითამაშებს — ამ დროში, რეალ მადრიდს სამი შეხვედრის ჩატარება მოუწევს: ატლეტიკო მადრიდთან, ლილთან და ვილიარეალთან.
La Liga
კილიან მბაპე ტრავმირებულია — ბოლო ინფორმაცია ესპანეთიდან









