ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ 29 წლის ფეხბურთელიც განიხილავს ბაიერნის შესაძლო დატოვებას.
ამ მომენტისთვის უცნობია, არის თუ არა რომელიმე კლუბის მხრიდან ფეხბურთელის მიმართ ინტერესი, თუმცა თუ ზაფხულამდე ბაიერნმა ახალ კონტრაქტზე მუშაობა არ დაიწყო, ტოპ კლუბების გააქტიურება მოსალოდნელია.
კიმიხი ბაიერნის ღირსებას 2015 წლიდან იცავს. ამ დროში, გერმანელმა ფეხბურთელმა 378 მატჩის ჩატარება მოასწრო, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და 8-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.










