"2020 წელს სომხეთთან მძიმე მატჩი გვქონდა, იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენი მიზანი გამარჯვებაა.
შტურმშიც კაპიტანი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ორმაგად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მადლობა მწვრთნელს ნდობისთვის და იმედია, ჩემი კაპიტნობა წარმატებული გამოდგება.
ეს ჩემი ოცნება იყო. რთულია, კაშიასნაირი კაპიტანი შეცვალო, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
ვიცით, რომ მეტოქე კონტრ-შეტევებზე ითამაშებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ნაკრების მთავარი მიზანია, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ", - განაცხადა კიტეიშვილმა.









