ევროპა ლიგის ფაზის ბოლო ტურში შტურმი საკუთარ მოედანზე ბრანს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი ბოლო წუთებზე შტურმის ქართველმა შემტევმა ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. მატჩის შემდეგ ის მთავარმა მწვრთნელმა შეაქო.
"შეტევით ფაზაში პრობლემები გვაქვს, გამოუყენებელი მომენტები, გოლის გატანა გვიჭირს. ჩვენს საუკეთესო თავდამსხმელს ამ სეზონში მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი.
თუმცა ჩვენ გვყავს კიტეიშვილი, რომელსაც შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. კიტეიშვილი მესის და კეინს იმით ჰგავს, რომ მას მარტოს შეუძლია გუნდს მოაგებინოს, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მოთამაშე გუნდში მყავს", - განაცხადა ფაბიო ინგლოჩმა.
მიუხედავად გამარჯვებისა, შტურმა 8 ტურში მხოლოდ 7 ქულა დააგროვა და ევროპა ლიგის სეზონი დაასრულა.









