მატჩის შემდეგ, კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა და თავის სადებიუტო კაპიტნობაზეც ისაუბრა.
"ძალიან მიხარია, რომ ასე დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ეს ჩემი პირველი თამაში იყო კაპიტნის რანგში და 3:0 მოვიგეთ. თამაშსაც ვაკონტროლებდით. ახლა კი საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
როგორ შევაფასებდი ჩვენს გულშემატკივარს? - ვფიქრობ, ქართველ გულშემატკივრებს 10-ბალიანი სისტემა არ ჰყოფნით", - განაცხადა კიტეიშვილმა.










