ძირითად შემადგენლობაში იყო ავსტრიული კლუბის ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.
კიტეიშვილმა ევროტურნირების ასპარზობიდან ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გამოთიშა. ორივე მათგანი სლოვანის ძირითად შემადგენლობაში იყო. შტურმმა სლოვაკეთის ჩემპიონები ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა.
შახტარმა, ნომინალური მასპინძლის სტატუსით, პირველ მატჩში მარსელთან ფრე ითამაშა, განმეორებით მატჩში კი ვერაფერს გახდა და 3:1 წააგო.
აღნიშნულ შეხვედრაში შახტარის ქართველი მცველი ირაკლი აზაროვი სასტარტოში იყო, გიორგი გოჩოლეიშვილი კი - სათადარიგოთა სკამზე.









