პირველ ადგილზე არის ლიდსი, რომელმაც ზაფხულის ტრანსფერებით საერთო ჯამში 130.48 მილიონი ევრო გამოიმუშავა. აღნიშნულმა გუნდმა დახარჯა სულ რაღაც 32.42 მილიონი, მოთამაშეების გაყიდვით კი 162.90 მილიონი მიიღო. მხოლოდ ჯორჯინიო რუტერისა და არჩი გრეის გასხვისებით, "თეთრებმა" 88 მილიონი მოიგეს.
იორკშირელებს მოსდევს მანჩესტერ სიტი, რომელმაც 116-მილიონიანი სარგებელი ნახა. პრემიერ ლიგის მთავარმა დომინანტმა მხოლოდ 25 მილიონი დახარჯა, მოთამაშეების გაყიდვით კი 141 მილიონი გამოიმუშავა. "ქალაქელების" მხრიდან, პირველ რიგში, გამოსარჩევია ხულიან ალვარესი, რომელიც მადრიდის ატლეტიკოში 75 მილიონად გაიყიდა. 3-ეულს ხურავს გენკი, რომელმაც 76.15-მილიონიანი მოგება ნახა.
ყველაზე მომგებიანი კლუბების 10-ეული კი ასე გამოიყურება:
1. ლიდსი - 130.48 მილიონი
2. მანჩესტერ სიტი - 116 მილიონი
3. გენკი - 76.15 მილიონი
4. პალმეირასი - 67.10 მილიონი
5. ბენფიკა - 65.42 მილიონი
6. ბარნლი - 60.91 მილიონი
7. რენი - 57 მილიონი
8. სასუოლო - 53.15 მილიონი
9. ტულუზა - 47.80 მილიონი
10. ბოლონია - 43.85 მილიონი
ახლა კი ყველაზე დიდ "ზარალში" მყოფი კლუბები. პირველ ადგილზე არის ბრაიტონი, რომელსაც 182.91-მილიონიანი მინუსი აქვს. მეორე ადგილს იკავებს ნაპოლი - 138 მილიონით. ამ კლუბის მთავარი გეგმა იყო ვიქტორ ოსიმენის რაც შეიძლება სარფიანად გაყიდვა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არსად გადასულა. ბოლო ვარიანტი ნიგერიელი ფორვარდის საუდის არაბეთში ტრანსფერია.
10-ეულში ასევე ფიგურირებს ლიონი, რომელსაც მინუს 105.4-მილიონიანი ზარალი აქვს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდმა გასულ ზაფხულს გიორგი მიქაუტაძეც გაიფორმა. ოლიმპიკი თავისი უარყოფითი მაჩვენებლით, მე-5 პოზიციაზე არის.
ყველაზე დიდი ზარალის მქონე კლუბების სრული 10-ეული ასეთია:
1. ბრაიტონი - 182.91 მილიონი
2. ნაპოლი - 138 მილიონი
3. იფსვიჩი - 124.84 მილიონი
4. მანჩესტერ იუნაიტედი - 111.50 მილიონი
5. ლიონი - 105.04 მილიონი
6. პარის სენ-ჟერმენი - 103.42 მილიონი
7. ვესტ ჰემი - 99.65 მილიონი
8. ტოტენჰემი - 93.55 მილიონი
9. ატლეტიკო - 91.10
10. ალ-იტიჰადი - 88.35 მილიონი











