დღეს ნიონში უეფას კონფერენს ლიგის 2024/25 სეზონის პლეიოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც იბერიას პოტენციური მეტოქეები გაირკვა.
თუ იბერია ბაშაქშეჰირის ბარიერს გადალახავს, თბილისური გუნდი ირლანდიურ სენტ პატრიკს ატლეტიკსა და აზერბაიჯანულ საბაჰს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
კორღალიძის გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისში დაიწყებს. იბერია თურქულ გუნდს 8 აგვისტოს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება. შეხვედრას მიხეილ მესხის სტადიონი უმასპინძლებს.
Europa Conference League
კონფერენს ლიგა: პლეიოფში იბერიას პოტენციური მეტოქეები ცნობილია









