მხარეებს შორის კონფლიქტი როგორც ჩანს სათავეს ოქტომბერში იღებს, როდესაც მბაპე ერთა ლიგის ახალი სეზონის წინ, ნაკრებში არ გამოიძახეს. ამის მთავარ მიზეზად ტრავმა დასახელდა, თუმცა სანაკრებო პაუზამდე რამდენიმე დღით ადრე, ფეხბურთელმა რეალ მადრიდთან ერთად ითამაშა, რამაც კითხვები გააჩინა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ფრანგულ პრესაში საკმაოდ საინტერესო და ხმაურიანი ინფორმაცია გავრცელდა. კილიან მბაპეს ნაკრების ყველა თამაშში მონაწილეობის მიღება არ სურს და საფრანგეთს მხოლოდ მნიშვნელოვან შეხვედრებში დაეხმარება, რითაც ტრავმის მიღების რისკს შეიმცირებს. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ფეხბურთელმა დამოუკიდებლად მიიღო. 25 წლის ფრანგი ფეხბურთელის მთავარი მიზანი 2025 წლის ოქროს ბურთის მოგებაა — სწორედ ამიტომ სურს კილიან მბაპეს, რომ მონაწილეობა მხოლოდ მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩებში მიიღოს.
ამ ყველაფერს კი ნოემბრის სანაკრებო პაუზა დაემატა, სადაც კილიან მბაპე ნაკრების შეკრებაზე კიდევ ერთხელ არ გამოიძახეს. ყველა იფიქრებდა, რომ ეს იმ გადაწყვეტილებასთან იყო დაკავშირებული, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ დიდიე დეშამის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა - "კილიანთან ამ საკითხთთან დაკავშირებით საუბარი მქონდა და ის გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც სწორად მიმაჩნია. მბაპეს სურდა ჩვენთან ერთად ყოფნა... მისი განაცხადში არ ყოფნა, სხვა რაიმე პრობლემას არ უკავშირდება."
ამ კომენტარის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ მხარეებს შორის სერიოზულ კონფლიქტს აქვს ადგილი... კონფლიქტს, რომელსაც დასარული როდის ექნება, არავინ იცის, რადგან დეშამი ნაკრების დატოვებას კიდევ დიდხანს არ აპირებს.
ამ კომენტარის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ მხარეებს შორის სერიოზულ კონფლიქტს აქვს ადგილი... კონფლიქტს, რომელსაც დასარული როდის ექნება, არავინ იცის, რადგან დეშამი ნაკრების დატოვებას კიდევ დიდხანს არ აპირებს.
ნოემბრის შემდეგ სანაკრებო პაუზა მარტამდე აღარ იქნება. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები ამ პერიოდში და შეძლებენ თუ არა მხარეები კონფლიქტის დასრულებას, თუმცა ახლა ფაქტია საფრანგეთის ნაკრების მთავარ ვარსკვლავს, საკუთარი ქვეყნის მაისურით თამაში აღარ სურს.










