-92 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი გენო პეტრიაშვილის ძმა, კონსტანტინე გახდა, რომელმაც ტურნირზე ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და ქულა მხოლოდ 1/8 ფინალში, როლანდ პუხაევთან გაუშვა. ფინალში კი ბერძენი ნიკოლაოს კარავანოსი დიდი უპირატესობით, 10:0 დაამარცხა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრების შედეგები ევროპის ჩემპიონატზე:
ოქრო — კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ.)
ვერცხლი — ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ.)
ბრინჯაო — მათე ცინაძე (51 კგ.), რატი რევაზაშვილი (65 კგ.)
ვერცხლი — ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ.)
ბრინჯაო — მათე ცინაძე (51 კგ.), რატი რევაზაშვილი (65 კგ.)










