16 წლის ქართველმა მოჭიდავემ ფინალამდე ამერიკელი, ყირგიზი და ნეიტრალური დროშის ქვეშ მოჭიდავე მეტოქეები დაამარცხა, ხოლო ოქროსთვის ბრძოლაში ასევე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე როდიონ სანაკოევს 8-0 აჯობა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
აღნიშნული ტიტულით კონსტანტინე პეტრიაშვილმა 2024 წელს დუბლი შეასრულა — ივნისში ის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ძმაა.










