ბულგარეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს მედალი კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97კგ.) მოუტანა. ქართველმა ბრინჯაოსთვის გადამწყვეტ შეხვედრაშითურქი იბრაჰიმ ბენეკლი 8-3 დაამარცხა.
17 წლის კონსტანტინემ გუშინ ორი შეხვედრა მოიგო, ნახევარფინალი კი პანამერიკის მოქმედ გამარჯვებულთან, ჯასტინ ლი რადემაჩერთან წააგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო.
შეგახსენებთ, კონსტანტინე პეტრიაშვილი 17 წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონია.
ფოტო: ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია









