კონტაქტური კარატეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე ორი მედალი მოიპოვა. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში კონტაქტური კარატეს საერთაშორისო ტურნირი Kokoro Cup Juniors-ი გაიმართა.
16 წლამდე კარატისტებს შორის, -62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ფინალურ ორთაბრძოლაში ოქროს მედალი გიორგი წილოსანმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლი ოთარ შაინიძემ დაისაკუთრა.
ტურნირში 400 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.









