ფრანცესკო კალცონა - 55 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ისიც აღსანიშნავია, რომ კალცონა სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზეც რჩება, წინ კიდევ ევრო 2024 გველოდება. ფრანჩესკოს ნეაპოლში დარჩენის შანსი ამ მომენტისთვის ძალიან დაბალია, რადგან მხარეებს მხოლოდ მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურდათ, თუმცა თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა, შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს.

ანტონიო კონტე - დე ლაურენტისის #1 სამინზე! ნაპოლიში კონტეს მიყვანაზე თვეებია მუშაობენ, თუმცა 54 წლის სპეციალისტი ამ დრომდე ყველა შეთავაზებას ბლოკავს. ანტონიო იყო ნომერ პირველი არჩევანი როდესაც გუნდი სპალეტიმ დატოვა, ისევე როგორც გარსიას წასვლის შემდეგაც, თუმცა დე ლაურენტისი ამ დრომდე ვერ ახერხებს მასთან შეთანხმებას. დადასტურებულია, რომ ზაფხულში ანტონიო საქმიანობას დაუბრუნდება, ამის შესახებ თავად იტალიელმა ისაუბრა რამდენიმე კვირის წინ, ნეაპოლში კი მის კანდიდატურაზე ისევ ფიქრობენ. ნაპოლის მხრიდან ახალი შეთავაზება აუცილებლად გაკეთდება, თუმცა კონტეს სხვა ვარიანტებიც ექნება, ამიტომ მისი დაყოლიება მარტივი არც ახლა იქნება.

სტეფანო პიოლი - 58 წლის სპეციალისტის და მილანის გზები დიდი შანსია სეზონის ბოლოს გაიყაროს. კლუბთან დაახლოებული წყაროები იმას წერენ, რომ დროა ორივე მხარემ თანამშრომლობა შეწყვიტოს და "როსონერი" ახალმა მწვრთნელმა ჩაიბაროს. თუმცა პიოლის კლუბში დარჩენა ისევ სურს და თუ გუნდმა ევროპა ლიგა მოიგო, მისი მილანში დარჩენის შანსები საგრძნობლად გაიზრდება. პიოლის კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს. რაც შეეხება ნაპოლის, დე ლაურენტისის სიაში პიოლის კანდიდატურა დადასტურებულად არის. "პარტენოპეიში" სტეფანოს ვარიანტი ძალიან მოსწონთ და თუ მისი მილანური კარიერა დასრულდება, დიდი შანსია მის მოყვანაზე მუშაობა კლუბმა სერიოზულად დაიწყოს.

დე ლაურენტისის და ნაპოლის სიაში არიან ვინჩენცო იტალიანო და ივან იურიჩიც, თუმცა ისინი ამ მომენტისთვის ბოლო ვარიანტებად განიხილებიან. თუ ზემოთ ხსენებული კანდიდატურებიდან კლუბმა ვერცერთის დაყოლიება ვერ მოახერხა, არის შანსი იტალიანოს ან იურიჩის ვარიანტი წინ წამოიწიოს.









