ახალი სეზონისთვის მზადება ნაპოლიმ მძიმე დაიწყო. ბოლო 2 კვირაში გუნდმა 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი წააგო, ერთი ფრედ ითამაშა, ერთი მოიგო.
თან, ნეაპოლელებმა იტალიის ქვედა ლიგის გუნდებს ვერ მოუგეს, რის შემდეგაც გულშემატკივრისგან კრიტიკაც მიიღეს.
ამის გამო, გუშინ, ანტონიო კონტემ ნაპოლის სავარჯიშო გეგმა შეცვალა და ვარჯიშის უმეტესი ნაწილი სირბილებს და ფიზიკურ მომზადებას დაეთმო. იტალიელი სპეციალისტის მიზანი თავისი ფეხბურთელების შეთამაშება და ბურთთან ერთად ხშირად ყოფნა იყო.
თუმცა კონტე მიიჩნევს, რომ ნაპოლის პრე-სეზონის ცუდი თამაშები ფიზიკურად მოუმზადებლობის ბრალია და გადაწყვიტა, ფეხბურთელები უფრო მეტად არბენინოს და ბურთთან ვარჯიშები შეამცირა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი შემდეგ ამხანაგურ მატჩს 9 აგვისტოს, ხირონას წინააღმდეგ ჩაატარებს.









