კონფერენს ლიგაზე, ლევადიასთან წაგებული მატჩის შემდეგ, იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამიერიდან საქართველოს მოქმედ ჩემპიონს გია გეგუჩაძე გაწვრთნის.
მოეგხსენებათ, გეგუჩაძე ბოლოს დინამო ბათუმში მუშაობდა და ერთადერთია ისტორიაში, ვინც ქართული გუნდი ევროტურნირებზე გაიყვანა (2004 წელი, დინამო თბილისი, უეფას თასი).
შემდეგ შეხვედრას იბერია თელავის წინააღმდეგ გამართავს. ეროვნულ ლიგაში გუნდს 44 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.









