შეხვედრის ორივე გოლი ჟან-ფილიპ მატეტამ გაიტანა. მანჩესტერ იუნაიტედმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხა, თუმცა რუბენ ამორიმის ბიჭებმა "არწივებს" ვერაფერი მოუხერხეს და მნიშვნელოვანი ქულები კიდევ ერთხელ დაკარგეს.
კრისტალ პალასმა ამ გამარჯვების შემდეგ 30 ქულა მოაგროვა და ცხრილში მანჩესტერ იუნაიტედს გადაასწრო. ოლივერ გლასნერის გუნდი მე-12 პოზიციაზე გადავიდა.









