"აწრივებმა" სტუმარი გუნდის რბევა მე-12 წუთზე დაიწყეს. მუნიოზის პასით ოლისემ ეფექტური გოლის გატანა მოახერხა. ამის შემდეგ კი საქმეში მატეტა ჩაერთო, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. მე-40 წუთზე 26 წლის ფორვარდმა ევანსი მარტივად ჩამოიშორა და ონანას ცაციათი აუღებელი დაურტყა, 2:0.
მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა, უპირატესობას თავიდან ბოლომდე კრისტალ პალასი ფლობდა. მატჩის 58-ე წუთზე მანჩესტერის საჯარიმოში არეულობას მიჩელის გატანილი გოლი მოჰყვა, 66-ე წუთზე კი ოლისემ ეფექტური გოლით დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 4:0.
ტენ ჰაგის გუნდი ამ მარცხის შემდეგ მე-8 პოზიციაზე დარჩა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









