რომას ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ბრაიან კრისტანტემ თავის გუნდში მომხდარ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს ადგილი, "ჯალოროსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დანიელე დე როსიმ დაიკავა. იტალიელმა შუახაზელმა მოიწონა კლუბის უფროსობის აღნიშნული ნაბიჯი.
"დე როსის რომაში წარდგენა არ სჭირდება. თავიდან ეს ყველაფერი ძალიან რთული ჩანდა, თუმცა ფაქტია, ის ფეხბურთელებთან მუშაობას ძალიან კარგად ახერხებს. შედეგით კმაყოფილები ვართ. დანიელეს დანიშნვა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც "ჯალორისის" წაადგა. კლუბს დამრიგებლის გამოცვლა ნამდვილად სჭირდებოდა", - განაცხადა "მგლების" შუახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი მწვრთნელის დანიშნვის შემდეგ, დედაქალაქელებმა ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ოთხში მოიპოვეს გამარჯვება, ერთი დაასრულეს ფრედ, ერთი კი წააგეს. ოლიმპიკოს ბინადრების უახლოესი მეტოქე იქნება როტერდამის ფეინოორდი, ევროპა ლიგის 1/16 ფინალის ფარგლებში.









