ბარსელონამ მადრიდის რეალის დამარცხებით ესპანეთის სუპერ თასის ტიტული წარმატებით დაიცვა. ლა ლიგის ბინადრებს შორის 21-ე საუკუნეში კატალონიურ გუნდი არის ერთადერთი, რომელმაც აღნიშნული ტურნირი ზედიზედ 2-ჯერ მოიგო. გამოსარჩევია ისიც, რომ "ბლაუგრანამ" ეს ამ საუკუნეში მესამედ გააკეთა.
პირველად, 2005 და 2006 წლებში, რეალ ბეტისისა და ესპანიოლის დამარცხებით, ფრანკ რაიკაარდის მწვრთნელობით. მოგვიანებით უკვე 2010 და 2011-ში, კამპ ნოუს ბინადრებმა პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით "სამეფო კლუბსა" და სევილიას მოუგეს. როგორც ვხედავთ, ახალ დეკადაში ბარსას ლეგენდარული სპეციალისტების მიღწევა ჰანსი ფლიკმაც გაიმეორა.
ცნობისთვის, კატალონიელები ესპანეთის სუპერ თასის ტრიუმფატორები ზედიზედ ორჯერ გახდნენ 1991 და 1992 წლებშიც, მაშინ, როდესაც გუნდში იოჰან კრუიფი მუშაობდა. "ბლაუგრანამ" ორივეჯერ მადრიდის ატლეტიკოს მოუგო.









