საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თანაშემწემ, დევიდ უებმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან ქართველი ვინგერი შეადარა 1970 - 1980-იანების ლეგენდარულ მოთამაშეებს: იოჰან კრუიფს, ჯორჯ ბესტსა და კრის უოდლს.
"კვარაცხელია ძველი ეპოქის ფეხბურთელებს მახსენებს. გახსოვთ, როგორ თამაშობდნენ კრუიფი, ბესტი და უოდლი? მას მსგავსი თამაშის სტილი და მოძრაობები აქვს. ხვიჩა განსაკუთრებული მოთამაშეა, რომელიც თანამედროვე ვინგერებისა და ფორვარდებისგან კარდინალურად განსხვავდება.
პარის სენ-ჟერმენმა ქართველი გარემარბის სახით მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი დაიმატა. ის მუდამ პროგრესზე არის ორიენტირებული. პსჟ-ს ვინგერი ყოველდღე თავდაუზოგავად შრომობს. ხშირად ხდება, როცა ის სავარჯიშო ბაზას ბოლო ტოვებს."









