მადრიდის რეალის ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილასმა, ტიბო კურტუასა და ანდრეი ლუნინს შორის არჩევანი გააკეთა. ვეტერანმა კიპერმა მათ შორის დაასახელა ის ერთი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში "სამეფო კლუბის" კარში უნდა იდგეს. ყოფილი ესპანელი კარის დარაჯი მიიჩნევს, რომ დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ უკრაინელმა კიპერმა უნდა ითამაშოს.
"ვფიქრობ, რეალის კარის დაცვა ლუნინმა უნდა გააგრძელოს. კურტუას დასამტკიცებელი არაფერი აქვს. როდესაც ის შევა ფორმაში, კვლავ გახდება მსოფლიოს საუკეთესო კარის დარაჯი, მაგრამ ახლა ტიბომ ვარჯიში უნდა გააგრძელოს. თანაც, ანდრეიმ უკვე დაამტკიცა, რომ მისი ნდობა შეიძლება", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ყოფილმა კაპიტანმა.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა მეკარემ ტრავმის გამო მთელი სეზონი გამოტოვა და ის ლა ლიგის გასულ ტურში, კადისთან წინააღმდეგ დაბრუნდა. მთელი ამ დროის მანძილზე "ბლანკოსის" კარს სწორედ უკრაინელი იცავდა.











