სევილიასთან მატჩში განხორციელებული ხუთი სეივის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის ანგარიშზე ლა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 72 მოგერიებული ბურთი დაგროვდა. ქართველი გოლკიპერი უსწრებს პრიმერა დივიზიონის ისეთ გამორჩეულ კარის დარაჯებს, როგორებიც არიან იან ობლაკი (69 სეივი) და ტიბო კურტუა (59 სეივი).
რაც შეეხება ლა ლიგის მიმდინარე სეზონის მეკარეების ზოგად სტატისტიკას, ვალენსიას კარის დარაჯი 72 სეივით მეცხრე ადგილზე არის. საუკეთესო შედეგი აქვს ესპანიოლის გოლკიპერს, ჟოან გარსიას, რომლის ანგარიშზე 112 მოგერიებაა. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, 24 წლის კარის დარაჯი "ღამურებიდან" ლივერპულში გადავა.
მიმდინარე სეზონში "ლოს ჩესის" მისია ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და უნდა ითქვას, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მისია შესრულებული იქნება. 31 ტურის შემდეგ, "მურსელაგოსი" 37 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს, გასავარდნ ზონამდე ამ კლუბს 8 ქულა აშორებს.









