მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პარის სენ-ჟერმენმა ბაიერნ მიუნხენი 2:0 დაამარცხა. ფრანგული გუნდის მხრიდან გოლები დეზირე დუემ და უსმან დემბელემ შეაგდეს. აღსანიშნავია, პსჟ-მ შეხვედრა ჩაამთავრა 9 მოთამაშით, 82-ე წუთზე გააძევეს ვილიან პაჩომ, 10 წუთში კი შეცვლაზე შემოსული ლუკას ერნანდესი.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას ჰქონდა რამდენიმე მომენტი და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. "რეკორდმაისტერის" დამარცხებით, "ლურჯ-წითლები" გადიან მუნდიალის 1/2 ფინალში, სადაც მადრიდის რეალსა და დორტმუნდის ბორუსიას შორის მოგებულს შეხვდებიან.
პსჟ 2:0 ბაიერნი
გოლები: 1:0 დეზირე დუე 78', 2:0 უსმან დემბელე 96'.









