"კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, მაგრამ გოლი მაინც გავუშვით. უფრო მეტი ყურადღება გვმართებდა. მეორე ტაიმში სქემა შევცვალეთ და ვფიქრობ, უკეთესადაც გამოვიყურებოდით. მარცხის მიუხედავად, კარგი მატჩი ჩავატარეთ."
"გოლის ეპიზოდი? ვიცოდით, რომ ტეოს მსგავსი შერბენები შეეძლო. ეს კარგად შევისწავლეთ, მაგრამ შეცდომა მაინც დავუშვით. ეს მილანის კლასიკური შეტევა იყო, აქტიურობა მარცხენა ფლანგიდან, რომელიც გოლით სრულდება. უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებდა."
"მეოთხე პოზიციაზე გასვლა შეგვიძლია. რთული პერიოდი გვაქვს, რასაც ტრავმებიც ემატება. დღეს კარგი მატჩი ჩავატარეთ, წაგებას არ ვიმსახურებდით. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ საკუთარი ძალების, უნდა გვჯეროდეს, რომ ოთხეულში გასვლა შეგვიძლია. ბოლო ტურამდე ბრძოლას ვაპირებთ."
"ხვიჩა ყოველთვის ახალი სივცრეების ათვისებას ცდილობს. დღეს, ისე როგორც ყოველთვის, მის შეჩერებას რამდენიმე ფეხბურთელი ცდილობდა. მისი პერფორმანსი მხოლოდ პოზიციის ცვლილებაზე არაა დამოკიდებული, აქ მთავარია მისი კონდიციები, თანაგუნდელების თამაში და ა.შ."
"გუნდს საჭიროა რამდენიმე სათამაშო სქემა ჰქონდეს, ეს თანამედროვე ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია. საუდის არაბეთში, სუპერ თასზე 3-მცველიანმა სქემამ იმუშავა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ 4-მცველიანი სქემაც. გააჩნია მეტოქეს, ჩვენ მატჩის წინ, ყოველთვის რამდენიმე სქემას ვამუშავებთ."









