იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ნაპოლი გათამაშებას ლიდერობს და ახლოსაა, რომ კიდევ ერთი სკუდეტო მოიგოს.
ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ნაპოლის შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინაია, რომელმაც თავი გასულ ტურშიც გამოიჩინა და ტორინოს გაუტანა.
"კვარაცხელია-სპალეტი = კოტე-მაკტომინაი - შოტლანდიელმა ფეხბურთელმა იტალიურ ფეხბურთს ალღო მალევე აუღო და გუნდის მთავარ ლიდერად იქცა, რამაც შესაძლოა ნაპოლის სკუდეტოს მოგებაში დიდი წვლილი შეიტანოს.
გულშემატკივრებმა ის უკვე შეიყვარეს და თუ ნაპოლი ჩემპიონი გახდა, მაკტომინაის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას წინ არაფერი დაუდგება. სკოტი იტალიურსაც ეუფლება და თავის თავზე მუშაობს", - წერს SportNapoli
მიმდინარე სეზონში 28 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.









