სტეფანო პიოლიმ ნაპოლისთან 24-ე ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მატჩის შემდგომი კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, დაახლოებით ისეთი ტემპი გვიჭირავს როგორც ინტერს. ყველა მატჩის მოგებას ვცდილობთ, მაგრამ საბოლოო შეფასებას სეზონის ბოლოს გავაკეთებთ. ახლა ევროპა ლიგის დროა და შესაბამისად უფრო მეტი ენერგიაც დაიხარჯება დარჩენილ დროში."
"ბევრი გამოუყენებლი მომენტი გვქონდა, რასაც მატჩის შემდეგ გავარჩევთ. რამდენჯერმე შეგვეძლო მატჩის დასრულება. ნაპოლი ძლიერი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით, შესაბამისად ლოგიკურია, რომ ბევრი სირთულე შეგვხვდა, მაგრამ ჩვენ გუნდურად ვიბრძოდით, გამარჯვება ნებისმიერ ფასად გვინდოდა."
'როტაცია? ბენასერი ახლა დაბრუნდა. ჯერ მძიმე ტრავმა ჰქონდა, შემდეგ კი აფრიკის ერთა თასზე იმყოფებოდა. ახლა ის კარგადაა და მზადაა დაგვეხმაროს. ხუთშაბათის თამაშისთვის მზადებას ხვალ დავიწყებთ. კარგი ამბავი ისაა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები დაბრუნებასთან ახლოს არიან."
''კვარაცხელიას ახალი პოზიცია? ნაპოლიმ წინა შეხვედრაში 3 მცველიანი სქემა დატესტა, იგივე სქემა აარჩია მაძარიმ დღევანდელ მატჩშიც. კვარას დიდი სივრცეები არ დავუტოვეთ. ჩვენ ნაპოლის ორივე სქემის წინააღმდეგ კარგად მომზადებული ვიყავით."
"კონცენტრაციის დონე ავწიეთ, ფეხბურთელებთან მქონდა დისკუსია დაცვის ფაზის გასაუმჯობესებლად. ვთხოვე, რომ უფრო კომპაქტური ყოფილიყვნენ და დღეს ჩვენ ვნახეთ მოწესრიგებული დაცვის ხაზი. დღეს ჩვენ ასევე ძველი ტეო და ლეაოც ვიხილეთ. ტეოს წინა სეზონი რთული ჰქონდა, ამას ემატება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხიც. ახლა მის თავს მეტი პოზიტივი ხდება, ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ვიცი, რომ ბევრად მეტი შეუძლია და დარწმუნებული ვარ უფრო უკეთესიც გახდება, მას უდიდესი პოტენციალი აქვს."
"რენთან რთული მატჩი გველოდება. ისინი ფიზიკურად და მენტალურად ძლიერები არიან, თუმცა ჩემი გუნდის იმედი მაქვს.”
Serie A
"კვარას დიდი სივრცეები არ დავუტოვეთ", - პიოლი









