ბაიერნთან ჩატარებული საოცარი მატჩის შემდეგ, უცხოური პრესის მთავარი სალაპარაკო თემა რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
ფრანგული, ბრიტანული, იტალიური თუ გერმანული გამოცემები, საერთოდ ყველა 25 წლის ქართველ ფეხბურთელზე წერს და საუბრობს.
რაც შეეხება ფანების გამოხმაურებას, უმეტესობა ერთხმად შეთანხმდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ მომენტისთვის საუკეთესო ფეხბურთელია და მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია. ბევრი მათგანი კი ოქროს ბურთზეც ალაპარაკდა, რაზეც ზემოხსენებულმა გამოცემებმაც ისაუბრეს.
"ერთი დეტალი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთს აშორებს მუნდიალია..."
ბევრი გამოცემის აზრით, იმის ფონზე, რომ ხვიჩა კვარაცხელია მუნდიალზე მონაწილეობას ვერ შეძლებს, ოქროს ბურთის მოგებას შანსებს ძალიან ამცირებს.
მაიკლ ოლისეს, უსმან დემბელეს, ვიტინიას, კილიან მბაპეს, ჰარი კეინს, ბრუნო ფერნანდეშსა და სხვა ტოპ მოთამაშეებს წინ მსოფლიო ჩემპიონატი ელოდებათ და თუ ახლა ისინი ხვიჩა კვარაცხელიაზე უკან არიან, მუნდიალზე ნაჩვენები პერფორმანსით ქართველ ფეხბურთელის ჩამოშორებას მარტივად შეძლებენ. თუმცა, ამის მიუხედავად ბევრი ფიქრობს, რომ ქართველს ტოპ 5 კაცში მოხვედრა მაინც შეუძლია, რადგან საოცარი სეზონი აქვს.









