"ვფიქრობ, კარგ კონდიციაში ვარ, ნაკრებში ჩემს მაქსიმუმს გამოვავლენ და იმედია, რომ გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა, იმ თამაშში გოლს ვინ გაიტანს, მთავარია, რომ მოედანზე საბრძოლველად გავიდეთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. მოედანზე გაიმარჯვებს ძლიერი და იმედია, რომ ეს ძლიერი ნაკრები იმ დღეს ჩვენ ვიქნებით.
მათ პატივს ვცემთ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს გაუხარდება საქართველოში ფინალის თამაში ამდენი გულშემატკივრის წინაშე", - განაცხადა ნაპოლის ვინგერმა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ფინალში გამარჯვებული ეროვნული გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
წყარო: GFF











