იტალიის სერია ა-ს მე-10 ტურში, ნაპოლი მილანს ესტუმრა და მეტოქე კვარაცხელიას და ლუკაკუს გოლებით დაამარცხა.
საუკეთესო ფეხბურთელი 23 წლის ქართველი შემტევი გახდა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"გოლი მილანის კარში? ამისთვის ბევრი ვიშრომე, თუმცა, მთავარი გუნდის გამარჯვებაა. დამსახურებულად მოვიგეთ და ბედნიერი ვარ."
"სკუდეტო? რა თქმა უნდა გვჯერა, რომ ჩემპიონები გავხდებით. სეზონი კარგად დავიწყეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ვიცით, რომ შეგვიძლია ჩემპიონატის მოგება."
"ლუკაკუსთან ერთად მოედანზე თავს კომფორტულად ვგრძნობ — ის მოედანზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. როდესაც ნაპოლიში გადმოვიდა ვუთხარი, რომ ფეხბურთის ქალაქში მოხვდა" — ხვიჩა კვარაცხელია.
10 მატჩის შემდეგ, ნაპოლის 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი ატალანტას უმასპინძლებს.