პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში გუნდებმა თამაში გახსნეს და მომენტებიც ჰქონდათ.
მე-60 წუთზე ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, რომელსაც 15 წუთში ახლადდაბრუნებულმა ოსიმენმა უპასუხა, ანგარიში გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავი და უცნაური ისაა, რომ გუნდის ახალმა მწვრთნელმა ნაპოლის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა. გოლის გატანის შემდეგ კი მოედნიდან ოსიმენიც გაიყვანა.
ნაპოლისა და ბარსელონას განმეორებითი დაპირისპირება უკვე ესპანეთში, 12 მარტს შედგება.









