ლუჩანო სპალეტიმ Gazzetta dello Sport-ის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ფესტივალზე თავისი კარიერის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ 66 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად 2022/23 წლების სეზონის სკუდეტო მოიგო და იმ ფორმაციის ნაპოლიში ქართველი შემტევი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.
"რაც შეეხება ფლანგებს, კვარა აუცილებლად უნდა დავაყენო. მარჯვნივ კი როგორ არ დავაყენო სალაჰი? "
ლუჩანო სპალეტის მიერ შედგენილი სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: ვოიცეხ შესნი
მცველები: ჯოვანი დი ლორენცო, კალუდი კულიბალი, კრისტიან კივუ, მარეკ იანკულოვსკი
ნახევარმცველები: კლაუდიო პიზარო, დანიელე დე როსი, ფრანჩსკო ტოტი
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, მოჰამედ სალაჰი, ედინ ჯეკო









