"ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა გულშემატკივრებს, რომ ასე გვქომაგობდნენ, უბედნიერესი დღე მაქვს. გოლის გატანა მინდოდა და ბურთის მაისურის ქვეშ ამოდება, მაგრამ არ გამოვიდა.
ღმერთმა ქნას, ევროპის ჩემპიონატზე გავიტანო. დაზიანებას რაც შეეხება, უბრალოდ კუნთი დამეჭიმა. კიდევ ერთ რამეს გავაჟღერებ, ბიჭს ველოდები და სწორედ ამიტომ მინდოდა გოლის ასე აღნიშნვა", - განაცხადა კვარაცხელიამ.











