ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამართული მატჩი პსჟ-სა და მიუნხენის ბაიერნს შორის, პარიზელთა გამარჯვბით 5:4 დასრულდა.
მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც დუბლი გაიფორმა და 2 ისტორიული რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა, კვარა პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ფლეი-ოფის ყველა შეხვედრაში გაიტანა გოლი.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა, ჯამში 15 საგოლე მოქმედება. პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება უსმან დემბელეს ჰქონდა - 14. კვარაცხელია პარიზული კლუბის ისტორიაში შევიდა და ეს რეკორდიც გააუმჯობესა.









