"აძურის" გარემარბს გამოუვლინდა მარცხენა ბარძაყის კუნთის ძლიერი კონტრაქტურა, რის გამოც მან სრული დატვირთვით ვარჯიში ვერ მოახერხა. "ლურჯები" უახლოეს მატჩს 30 მარტს გამართავენ, ბერგამოს ატალანტას წინააღმდეგ. აღნიშნულ თამაშს 23 წლის ვინგერი უდიდესი ალბათობით გამოტოვებს. ნაპოლის 77-ე ნომრის ტრავმის სხვა დეტალებს უახლოეს პერიოდში გავიგებთ.
Serie A
კვარაცხელიას დიაგნოზი და ტრავმა - ატალანტასთან თამაში დიდი ალბათობით გამოირიცხა

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების განკარგულებიდან ნაპოლიში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ფინალში, საბერძნეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ მატჩში ქართველმა ვინგერმა 109-ე წუთზე დაზიანება მიიღო და მოედანი დატოვა. "პარტენოპეიში" მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც არც თუ ისე სახარბიელო შედეგი აჩვენა.










