ნაპოლის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა აგოსტინელიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. იტალიელმა "პარტენოპეის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ქართველის გაყიდვისკენ მოუწოდა. "აძურის" ექს-თავკაცის კომენტარი საქართველოს ნაკრების ვინგერის შესახებ ასეთია:
"კვარაცხელიასთვის ნაპოლის დატოვების დროა. გუნდი გასულ სეზონში დაფიქსირებულ შედეგს ვერ გაიმეორებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში და სანამ არის საშუალება, ხვიჩა უნდა გაიყიდოს. მისი გასხვისებით, "პარტენოპეი" ნახავს ფინანსურ მოგებას და შემადგენლობას რამდენიმე ახალი მოთამაშით გააძლიერებს", - განაცხადა 66-წლის თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი გარემარბი "აძურიში" თამაშობს 2022 წლიდან და იმის შემდეგ მან 71 შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოახერხა. ნაპოლის ვინგერმა გასულ სეზონში მოიგო სკუდეტო, პირველი თავისი გუნდისთვის 1990 წლის შემდეგ და ამის გარდა, მან არაერთი ინდივიდუალური პრიზიც მიიღო.









