"წინა მატჩისგან განსხვავებულ თამაშს ველოდებით, რადგან საქართველო შინ თამაშობს და ბევრი გულშემატკივარი იქნება. ჩვენც აგრესიულ თამაშს ვაპირებთ.
ტრავმის გამო, რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდება. რაც შეეხება დოვბიკს, მან გუშინ პირველად ივარჯიშა და ხვალ ვნახავთ, ითამაშებს თუ არა საქართველოსთან.
მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან ცოტა ხნის წინ ვითამაშეთ, არ ვიცი ახლა როგორ ფორმაშია საქართველო. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება"
კვარაცხელიას შეჩერებას ისე შევეცდებით, როგორც წინა მატჩში. მაშინ ეს გამოგვივიდა. ხვიჩას გარდა მათ ბევრი კარგი შემტევი ჰყავთ", - განაცხადა რებროვმა.









