"სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რომ მან ნაკრებში ორივე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და სათამაშო ტონუსშია. მამარდაშვილი გუნდს კარგი დინამიკით შემოუერთდა. მან თავის ქვეყანაში ისტორია დაწერა.
არის თუ არა მამარდაშვილი ლა ლიგის გამორჩეული მეკარე? - ვფიქრობ, კი. ის არის ჩამოყალიბებული მეკარე დიდი კარიერით, რომლის განვითარება ჯერ არ დასრულებულა და ყველაფერი წინ აქვს.
კმაყოფილი ვარ, თუ როგორ ვითარდება მისი სათამაშო მონაცემები და ვიცი, რომ კიდევ მეტი შეუძლია", - განაცხადა ბარახამ.










