ბარსელონას სუპერვარსკვლავი ლამინ იამალი, 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წვეულებაზე ჯუჯების დაქირავების გამო სამართლებრივი დევნის წინაშე დადგა. როგორც ესპანური მედია იუწყება, ესპანელმა ფეხბურთელმა დაბადების დღის წვეულებაზე ჯუჯები დაიქირავა, რაც კანონის დარღვევაა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ესპანეთის კონფედერაციის (COCEMFE) წევრმა ორგანიზაციამ (ADEE) დაგმო ბარსელონას ვარსკვლავის მიერ განხორციელებული ეს ქმედება და ფეხბურთელს სასამართლოში უჩივის.
ზემოხსენებული ორგანიზაციის განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, ისინი სამართლებრივ და სოციალურ ზომებს მიიღებენ იმ ქცევის წინააღმდეგ, რომელიც ლამინ იამალმა ჩაიდინა, რადგან ეს ყველაფერი ხელს უწყობს დისკრიმინაციას და ძირს უთხრის აქონდროპლაზიის, დისპლაზიისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის იმიჯსა და უფლებებს.
"მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნეში ჯუჯა ადამიანებს კვლავ იყენებდნენ გასართობად კერძო წვეულებებზე და ეს კიდევ უფრო მიუღებელია, როდესაც ამ ინციდენტში მონაწილეობას ისეთი საჯარო პირი იღებს, როგორიცაა ლამინ იამალი. ჩვენი საზოგადოების ღირსება და უფლებები არავისთვის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეილახოს და არ უნდა გახდეს გართობის საშუალებად", - განაცხადაADEE-ს პრეზიდენტმა კაროლინა პუენტემ.









