IJF-ის გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო მამაკაცის ძიუდოისტის ნომინაციაზე ოლიმპიური ჩემპიონები არიან წარდგენილები, მათ შორის ლაშა ბექაურიც, რომელმაც პარიზში კარიერაში მეორედ მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი.
წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის ნომინანტები:
— იელდოშ სმეტოვი (ყაზახეთი, -60კგ)
— ჰიფუმი აბე (იაპონია, -66კგ)
— ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი, -73კგ)
— ტაკანორი ნაგასე (იაპონია, -81კგ)
— ლაშა ბექაური (საქართველო, -90კგ)
— ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი, -100კგ)
— ტედი რინერი (საფრანგეთი, +100კგ)
2024 წლის საუკეთესო ძიუდოისტებს გულშემატკივრები გამოავლენენ — ხმის მიცემა IJF-ის ოფიციალურ საიტზე არის შესაძლებელი.










