აბუ დაბიში ძიუდოს ბოლოსწინა გრანდ სლემი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იღებს.
ბოლო საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრებს თითო ოქროს და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს — ფინალში ლაშა ბექაური იჭიდავებს, ხოლო მესამე ადგილს ირაკლი დემეტრაშვილი შეუტევს.
90 კგ წონით კატეგორიაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, 4 ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და ოქროსთვის მოლდოველ ლატისევს დაუპირისპირდება. მძიმე წონაში კი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ირაკლი დემეტრაშვილი აზერბაიჯანელ გამზატხანოვს შეხვდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17 საათზე აიღებს სტარტს.









